ქართული ოცნების პროპორციული სიით არჩეული თბილისის საკრებულოს წევრი, ისტორიკოსი და მომღერალი ერეკლე კუხიანიძე რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიხიტს ეხმაურება და ამბობს, რომ არ ეთანხმება იმ ქმედებებს, რაც მის ჩამოსვლას და სასტუმროსთან განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა.
აქვე, კუხიანიძე მის მიერ გრიბოედოვის ძეგლიდან საპროტესტო წარწერის – “რუსეთი ბოროტებაა” წაშლის მოტივს განმარტავს და ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მომხრეა.
“დიდი ხანია მიდის “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ნარატივი, რომ რუსეთთან ლაპარაკი არ შეიძლება… მთელი დასავლეთი გვეუბნება, რომ თქვენ პოლიტიკურად, მშვიდობიანად უნდა დაალაგოთ რუსეთთან ურთიერთობა. ეს არის სიტყვები, რომელიც არაფერს არ ნიშნავს. შენ თუ რამეს ისეთი არ შესთავაზე რომელზეც ის წამოვა, არაფერი არ გამოვა.
იგივე გავრილოვის ღამე, ექიმ ვაჟა პროვოკატორის გადასვლის მცდელობა და იქ რაც მოაწყო და თუ გნებავთ გავშლი დეტალურად…
გავრილოვის ჩამოსვლის შესახებ “ნაციონალებმა” იცოდნენ ერთი წლით ადრე, აბსოლუტურად ცნობილი იყო, ვინ იყო ეს კაცი. ეს კაცი იყო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც აბსოლუტურად იცოდნენ, რომ დაჯდებოდა ზუსტად იმ სკამზე, რომელზეც დაჯდა. ვიცით რომ ეს კაცი არის ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, ვიცით რომ, როცა ტარდება სხდომა, რა დასკვნა უნდა, ჩვეულებრივ, ნებისმიერ ეტიკეტი ნახეთ და დაინახავთ, რომ ვისაც მიჰყავს სხდომა, ის ჯდება იმ სავარძელში. ამიტომ, ეს არის დემაგოგია. ეგენი რა ხალხია იცი? ბოდიში და რომ იცოდნენ რომ დედამისს გაუპატიურებას უპირებენ, აცლის და მერე ატეხავს ამბავს. შე კაი ადამიანო, რომ იცი რომ ჩაჯდება, ის ამით შეურაცხყოფას მოგაყენებს, წინასწარ გამოდი და თქვი რა.
ჩვენ არ უნდა ვიყოთ მარტივები და უტვინოები. ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა, ჩვენ არ გვჭირდება ფურთხება, კვერცხების სროლა, ჩვენ გვინდა ნორმალური ურთიერთობა, რომ არ დაიღუპოს ჩვენი ხალხი, მუხლებზე არ დაგვაყენონ, რომ ჩვენი თავებით ფეხბურთი არ ითამაშონ და ამას აკეთებს რუსეთი, შენ თუ იმას მტრობ,“ – ამბობს ერეკლე კუხიანიძე.
კუხიანიძე 2019 წელს სკანდალში აღმოჩნდა იმის გამო, რომ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი გაავრცელა და მათ „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.
“ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!”, – წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუკზე [სტილი დაცულია]
შემმდეგ პოსტში კი თქვა, რომ საზოგადოების ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა აქვს. სოციალურ ქსელში ამ საკითხზე ის შემდგომშიც აქტიუროობდა და ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვერსია გაავრცელა.
თბილისის საკრებულოს წევრის შეურაცხმყოფელ და მადისკრედიტებელ პოსტებს წინ უძღოდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის განცხადება და ხელისუფლების დადანაშაულობა არაეფექტიან მოქმედებაში, რის გამოც, მათი აზრით, ექიმი ამ ტყვეობაში რჩებოდა.
კუხიანიძის განცხადებების გამო თბილისის საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებისა და საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.