“ქუთაისში თქვენ მოახდინეთ საარჩევნო რევოლუცია და ჩვენ ამ რევოლუციის შედეგების დათმობას არ ვაპირებთ. ვერანაირი თვითმარქვია მერი ვერ შეძლებს ქუთაისის მართვას. ჩემთვის სამაგალითოა, რაც ქნა იმედამ. სამაგალითოა, რაც გაბედა იზო ჩირგაძემ. ქუთაისის საარჩევნო გუნდი ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას დაამშვენებდა.

თქვენ იცით, რა გრანდიოზული გეგმები გვქონდა ჩვენ ქუთაისზე. ქუთაისი, როგორც არამხოლოდ საპარლამენტო დედაქალაქი, არამედ უმეტესი სამინისტროების განლაგების ადგილი. ქუთაისი, სვანეთი, წყალტუბო, რომელსაც მე ქართულ მარაკეშად ვუპირებდი ქცევას. ქუთაისი უნდა ყოფილიყო ჰაბი თავისი ყველანაირი განვითარებით.

რაც მთავარია, ქუთაისში უნდა იყვნენ ბედნიერი, მაღალშემოსავლიანი, დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კი არ ტოვებენ ამ ქალაქს, არამედ უბრუნდებიან ამ გამორჩეულ ქალაქს.

იქით მხარეს დგას ბოროტება, რომელსაც უნდა რომ ყველაზე ქართულ ქალაქში აღარ დარჩნენ ჩვენი მოქალაქეები. ქუთაისის აეროპორტი მე ამისთვის არ ამიშენებია. ჩვენ უნდა ვემზადოთ გენერალური შეტევისთვის”

მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისელებს.