ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, ამ ქვეყანაში საუკეთესო არჩევნები , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო 6 თვე იქნება „უკიდურესად რთული ეპიდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების თვალსაზრისით“.
„როდესაც ადამიანები ობიექტური და შინაარსობრივი ოპონირების მაგივრად, იქცევიან ისე, როგორც ინსტიქტებით მართული, ემოციებით, გაბრაზებული, ხელის ქნევით, ყვირილით და შემდგომ ამას ყველაფერს ეძახიან ევროპულ შინაარსობრივ ოპონირებას, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს ის პირობებია, რომელ პირობებშიც მოგვიწევს უახლოესი 6 თვე მუშაობა. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქის სიბრძნეში, დარწმუნებული ვარ მათ თანადგომაში და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერით და მათი გადაწყვეტილებით შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად ხარისხიანი, ბევრად უფრო შინაარსობრივი და ბევრად უფრო კომპეტენტური“, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.