ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ საქართველოში უმცირესობის უფლებები კარგად არის დაცული.
მისი თქმით, “უფლებები ირღვევა”, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავს რაღაც”.
“კონსტიტუციაში ძალიან კარგად არის განსაზღვრული და მე მგონი, ამას გადახედვა არ სჭირდება. ნოვატორობა არ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ ქვეყანაში უმცირესობის უფლებები არის ძალიან კარგად დაცული. თუ რაღაც გადახრები ხდება, ნიშნავს, რომ კანონი არ სრულდება და ვიღაცის უფლებები იღრვევა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები უნდა შელახოს. მე ვფიქრობ, კანონი დარეგულირებულია. უფლებები ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავს რაღაც, კონსტიტუციაში ლამაზად წერია, კარგად წერია, ამას უნდა გავყვეთ. ამას, მე მგონი, მეტი აფიშირება არ სჭირდება. რაც თქვენ თქვით, წინააღმდეგი ვარ – ქორწინებების. შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ”,- განაცხადა ხაზარაძემ ტვ პირველზე.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში ლგბტქ ადამიანებზე ძალადობის მასშტაბები შემაშფოთებელია. მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფები მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნიან, სახელმწიფო კი არ რეაგირებს.