“ჩვენთვის ყველასთვის ომი კატეგორიულად მიუღებელია, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ, ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში და ტრაგედია, რომელიც ხდება ძალიან მალე დასრულდეს. ადამიანები იღუპებიან და ეს ძალიან სამწუხაერო ფაქტია. იმედი გვაქვს, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს”
თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე.