“ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით არჩევნებს” – თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი გრეგორი მიკსი და კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, მაიკლ მაკკოლი განცხადებას ავრცელებენ.
“ამ უქმეების მუნიციპალური არჩევნების მოლოდინთან ერთად, ჩვენ კვლავ გვაშფოთებს ვართ საქართველოში დემოკრატიის განგრძობადი უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციითა და წინასაარჩევნო ძალადობის შესახებ ცნობებით. იმისთვის, რომ საქართველომ ნატოს, ეუთოს და ევროკავშირის დემოკრატიული სტანდარტები შეასრულოს, ყველა მხარემ ამ თვის არჩევნებზე დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით არჩევნებს. ველოდებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს და ვრჩებით ერთგულნი საქართველოში მონაწილეობრივი დემოკრატიისა, არჩევნების დღის მიღმაც”, – აცხადებენ კონგრესმენები.