”შემცირდა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან, და ასევე, გადახედილი იქნა დახმარების პორტფელი. საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს თავის ქმედებას და ამის ფონზე ჩვენ შევამცირეთ ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან და გავაძლიერეთ ურთიერთობა საქართველოს ხალხთან. საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს საკუთარ ქმედებას და იმ კანონებს, რომლებიც ნამდვილად ზღუდავენ ადამიანის უფლებებს, უნდა შეწყვიტონ ეს გაუგებარი ბრალდებების გამოთქმა ევროკავშირის მთავრობის მიმართ, ის ნარატივი, რომ ევროკავშირი ცდილობს ახალი ფრონტი გახსნას საქართველოში, მიუღებელია. ეს ნარატივები ხელსაყრელია მხოლოდ რუსეთისთვის. და ამგვარად, ეს არის ანტიდემოკრატიული ქმედება. საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიულობის და ის წინასაარჩევნო რიტორიკა რომ აიკრძალება ოპოზიციური პარტიები, ძალიან წააგავს ავტორიტარული რეჟიმების ქცევას და ქმედებას. და ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გამოთქმულ ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილს. ევროკავშირი დააკვირდება მოახლოებულ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ის იყოს თავისუფალი და სამართლიანი და ასახოს საქართველოს მოსახლეობის და ხალხის ნება. მთავრობამ უნდა გადახედოს თავის ქმედებას და გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ იყოს თავისუფალი და სამართლიანი”- ამბობს ბორელი.
ამის შესახებ, ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ, ევროპარლამენტში, საქართველოზე მსჯელობისას წაიკითხეს.