“ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რაიონებში, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაკეთებთ, ჩვენ ჩამოვყალიბდით ერთ რამეზე – მხოლოდ ზედაპირული პროექტის განხორციელება და ფასადურად რაღაცის გაკეთება ჩვენთვის მიუღებელია. შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ სადაც შევდივართ ინფრაქტრუქტურული სამუშაოების თვალისაზრისით, გვინდა, რომ ყველაფერი ძირფესვიანად იქნეს მოწესრიგებული, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საკანალიზაციო ქსელით, სანიაღვრე, წყლის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები – ყველაფრის ჩატანა უნდა მოხდეს მიწის ქვემოთ და უნდა მოხდეს განახლება”
განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ანგარიშის წარდგენისას.