“ჩვენ შვილებს კლავენ და თვითონ საქეიფოდ ჩამოდიან”- ეს განცხადება, ოკუპანტების მიერ, წამებით მოკლულ, არჩილ ტატუნაშვილის დედამ, რუსუდან ტატუნაშვილმა, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.
“ჩვენ საკუთარ ოჯახებშიც არ გვიშვებენ, ამის გულისთვის გვსჯიან, კლავენ ჩვენ შვილებს, თვითონ აქ ჩამოდიან საქეიფოდ და დროსსატარებალად, რა რეაქცია უნდა მქონოდა, რა თქმა უნდა, ძალიან გავნერვიულდი”. – განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, ის 38 წლის გახდებოდა. 2018 წელს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის ე.წ. ციხეში წამებით მოკლეს.