ახალქალაქის, კუმუდოს და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მეუფე პეტრეს ის განცხადება გაიხსენა, სადაც მან ილია II “პედარასტიასა და მამათმავლურ ცოდვაში” დაადანაშაულა და თქვა, რომ პატრიარქისთვის შეგინებას არავის შეარჩენს.
მისი თქმით, პატრიარქმა გარეთ არ გაუშვა, თორემ იქ რომ ყოფილიყო, ამის საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა.
“ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ეპისკოსი გავხდი, თორე ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი და შეგინებისთვის პასუხი რა არის, თქვენც გეცოდინებათ ახლა. ქუჩაში, ქუჩაში ადამიანი რომ შეგაგინებს, იმას არაფერზე აღარ უნდა ელაპარაკო, ერთადერთი მოქმედებაა ამის საწინააღდმეგო.
კიდევ კარგი იქ არ ვიყავი, აუცილებლად გავაკეთებდი ამას, აი, აუცილებლად. თან ვაპირებდი გასვლას, სინოდს ვთხოვე, რომ რაღაცას იტყვის-მეთქი ეს ადამიანი. მე სინოდს ვთხოვე, რომ მეც გავალ და ვიქნები-მეთქი იქ. არ გამიშვეს კიდევ კარგი, პატრიარქმა არ გამომიშვა. ეს ისეთი რამეა რა, ვინმეს როგორ შევარჩენ ამას, რომ პატრიარქს შეაგინოს. ეს იყო პირველი შოკი, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი ამ ადამიანისგან ამ საქციელს”, – თქვა მან.
31 ოქტომბერს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა, ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში “მამათმავლობის მხილება” დაასახელა. მიტროპოლიტმა პეტრემ თქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II “პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილია”.