“ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი ყველაზე ეფექტურია”- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, სამედიცინო ნიღაბი ყველაზე ეფექტურია სხვა ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის.
“გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია რამდენი შრისგან შედგება, რაც მეტი შრეა ალბათობა იმისა, რომ ის უფრო შეაკავებს ვირუსს, უფრო მაღალია”, – განაცხადა ზახაშვილმა.