ჩვეულ რიტმს 1 წელიწადში, ან წელიწად-ნახევარში დავუბრუნდებით – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მისი გათვლებით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს მოსახლეობა 1-1.5 წელიწადში დაუბრუნდება.

“ჩვეულ რიტმს, როდესაც მე და თქვენ ერთად ყველგან ვმოძრაობდით, არ გვეკეთა ნიღაბი, დავდიოდით, ვმოგზაურობდით და ა.შ. კაცობრიობა, ჩემი გათვლით, 1 წელიწადში ან წელიწად-ნახევარში დაუბრუნდება”, — განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა — 1 050.