პარლამენტის წევრი, პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ მზად არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ დატოვებულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
“მზად ვართ დღესვე, ხვალვე, ორშაბათსვე, საჯაროდ, ამ დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი. პარლამენტში ვართ, “მოქალაქეები” შეთანხმებული ვართ “ქართულ ოცნებასთან”, მაგრამ რადგან მეძახდნენ იქ, როგორც ბარიერგადალახული პარტიის თავმჯდომარე, რადგან მეძახდნენ, აინტერესებდათ ჩემი პოზიციაც და ხელმოწერაც.
გამოვიდეს ინდივიდუალურად ყველა პარტია, “ქართული ოცნებაც”, “გირჩიც”, მეორე “გირჩიც” რა ვიცი, ვინც არის, ყველა, გაუსწორონ საქართველოს კრიზისში მცხოვრებ მოსახლეობას და სათითაოდ გვითხრან პოზიცია, აწერენ ამ დოკუმენტს ხელს ყოველგვარი დათქმების გარეშე თუ არ აწერენ, რომ დავასრულოთ ეს იწილო-ბიწილო,”- აღნიშნა “დღის კურიერში” ალეკო ელისაშვილმა.