ჩვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა – პროკურატურამ დედას ბრალი წარუდგინა

ჩვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა  – პროკურატურა ფოთში ახალშობილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა.

სამართალდამცველებმა ქალი 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.