“ჩივილს არ ვაპირებ “- აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრის ირაკლი ჩავლეიშვილი ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ მას ალტერნატივას დაკავებულ აქტივისტთან ირაკლი ფანგანთან სამართლებრივი პრეტენზია არ აქვს და ჩივილს არ აპირებს.
“მე არანაირი პრეტენზია არ მქონდა მის მიმართ გარდა იმისა, რომ არაადამიანურად მოიქცა. დანარჩენი, სამართლებრივად მისთვის არ მიჩივლია და არც ვაპირებ. უბრალოდ, თავად გაავრცელეს ეს კადრები და პოლიციამ მისცა სამართლებრივი შეფასება. ციხეში კარგს ვერაფერს ისწავლის, ციხეში ზრდილობა არ ისწავლება, ზრდილობა ოჯახში ისწავლება. სამწუხაროდ, მშობლებმა ხელი მიაკლეს ეტყობა.ეტყობა წააქეზეს ეს აქტივისტი. როგორც გამოჩნდა, მთავარი წამქეზებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია იმიტომ, რომ გააშეარა და მოუწონა ეს საქციელი. არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მიერ, არამედ იმ ადამიანების მიერაა წაქეზებული, ვინც ამ ქმედებას ამართლებს”, – განაცხადა ჩავლეიშვილმა.