“ეს მათი საქმე არ არის, არცერთი ამერიკელის”. – ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტს, რომელმაც მას შეკითხვა სი ძინფინგის რუსეთში ვიზიტზე დასავლეთის რეაქციასთან დაკავშირებით დაუსვა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის მოსკოვში ვიზიტი აჩვენებს ჩინეთის განზრახვას, დიპლომატიურად დაფაროს უკრაინაში რუსეთის დანაშაულები.