“სწორედ ანაკლიის ჩაგდება იყო პირველი ნათელი გზავნილი, რომ რუსული მთავრობა და რუსული ძალები მართავს ამ ქვეყანას. დღეს ჩვენ ყველა ნათლად ვხედავთ რეალობას. გავრილოვი, რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, ჰეზბოლას გვერდით დგომა დიახ ეს არის დეკლარირებული პოლიტიკა, რომელიც დაიწყო ანაკლიით და მთავრდება ანაკლიით .[…]2009 წელს ფილიპინებში საგზაო პროექტის სატენდერო პროცესში თაღლითობის აღმოჩენის გამო მსოფლიო ბანკმა CCCC-ს გზებისა და ხიდების პროექტებში მონაწილეობა რვა წლით აუკრძალა. ამასთან, ეკვადორში, CCCC-ის შვილობილმა კომპანიამ 2014 წელს გააფორმა კონტრაქტი მოწინავე ტექნოლოგიების განათლების ცენტრის აშენებაზე, თუმცა ობიექტების 80 პროცენტზე მეტი გამოუსადეგარი დარჩა, სტრუქტურული ხარვეზების გამო… 2020 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა „კომუნისტური ჩინური სამხედრო კომპანიების“ სახელები, რომელთა სიაში CCCC იყო”,

აცხადებს, ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე.