ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შაიმ ეჭვქვეშ დააყენა საბჭოთა კავშირიდან გასული ქვეყნების სუვერენიტეტი და ყირიმის უკრაინისადმი კუთვნილება ეჭვქვეშ დააყენა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ჩინელი დიპლომატის პოზიცია განცხადებებით დაგმეს .
პარასკევს საღამოს ლუ შაიმ ფრანგულ ტელეარხ LCI-ს განუცხადა, რომ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებს „არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართალში, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც კონკრეტულ ფორმას მისცემდა მათი, როგორც სუვერენული ქვეყნების სტატუსს“.
ყირიმის მფლობელობის შესახებ ლუ შაიმ თქვა: “ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებ ამ საკითხს. არსებობს ისტორია. ყირიმი თავიდანვე ეკუთვნოდა რუსეთს. სწორედ ხრუშჩოვმა მისცა ყირიმი უკრაინას საბჭოთა კავშირის დროს”.
ჩინელმა დიპლომატმა ასევე მოუწოდა ყველას, შეწყვიტონ „კამათი“ პოსტსაბჭოთა საზღვრების საკითხთან დაკავშირებით.
შაბათს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან “შეშფოთებით მიიღო ცნობად ეს განცხადებები“ და ჩინეთს სთხოვა განემარტა თავისი პოზიცია.
ჩინეთის ელჩის განცხადება დაგმეს ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ლუ შაის განცხადებებს “სამწუხარო” და გაუგებარი უწოდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აპირებს ჩინეთის ელჩის ტალინში გამოძახებას. „ჩვენი მიზანია ნათლად განვაცხადოთ, რომ ასეთი შეხედულებები მიუღებელია და რომ ესტონეთი სუვერენული სახელმწიფოა“, – განაცხადა წახკნამ.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლუ შაის განცხადება არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები არ ენდობიან ჩინეთის „უკრაინაში მშვიდობის შუამავლობას“.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა ელჩის განცხადებას “აბსოლუტურად მიუღებელი” უწოდა. „ჩვენ ველით ახსნა–განმარტებებს ჩინური მხარისგან და ამ განცხადების სრულ უარყოფას“, – განაცხადა რინკევიჩმა.
უკრაინის ელჩმა საფრანგეთში ვადიმ ომელჩენკომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჩინეთის ელჩს ან „აქვს აშკარა პრობლემები გეოგრაფიასთან“, ან მისი განცხადება ეწინააღმდეგება ოფიციალური პეკინის პოზიციას „უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობებზე საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპებისა და მიზნების საფუძველზე. “.
ეს ძალისხმევა ასევე იყო ნახსენები ჩინეთისა და საფრანგეთის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც გამოქვეყნდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პეკინში აპრილის დასაწყისში ვიზიტის შემდეგ. მასში მხარეებმა პირობა დადეს, რომ „უკრაინაში მშვიდობის აღდგენის ყველა მცდელობას დაუჭერენ მხარს“.