ჩინეთის რესპუბლიკის სუბიექტებთან მნიშვნელოვანია საფუძვლიანი გამოკვლევა – აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.
“შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ურთიერთობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი და სათანადო გამოკვლევა, გააზრებულ იქნას პოტენციური გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე და უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი და გამჭვირვალე ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც საქართველოსთვის, სარგებლის მომტანი იქნება”, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.