ჩინეთი უკრაინას დამატებით $1.57 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

ჩინეთი კიდევ ერთ, 1.57 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარების გაუწევს უკრაინას. დახმარების 790 ათას დოლარიანი პირველი ტრანში უკრაინამ თვის დასაწყისში მიიღო.

ჩინეთის საგარე საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინას დაეხმარება “სიტუაციის განვითარებისა და რეალური საჭიროებების გათვალისწინებით“.

„ჩინეთი გააგრძელებს კონსტრუქციულ როლს უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციის ხელშეწყობაში და მზადაა საკუთარი ძალისხმევა მიმართოს ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.