გერმანული გამოცემა „შპიგელი“, ქვეყნის „ფედერალურ სადაზვერვო სამსახურზე“ (BND) დაყრდნობით აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია შეთნხმებულად დამალეს.
სტატიაში ნათქვამია, რომ პრეზიდნეტმა სი ძინ პინმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ ინფორმაციის დამალვისა და პანდემიის გამოცხადების გადადების თხოვნით 21 იანვარს მიმართა.
„ფედერალური სადაზვერვო სამსახურის თანახმად, ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უბიძგა, რომ უმაღლეს დონზე ვირუსის აფეთქების შემდეგ, გლობალური გაფრთხილება გადაედო. 21 იანვარს, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურმა, სი ძინპინმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს სატელეფონო საუბრისას სთხოვა, რომ კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ინფორმაცია დაემალა და პანდემიური გაფრთხილება გადაედო. ფედერალური სადაზვერვო სამსახურის შეფასებით, მთელ მსოფლიოში ვირუსთან საბრძოლველად, ჩინეთის საინფორმაციო პოლიტიკამ ოთხიდან ექვს კვირამდე დაკარგა“,-წერია „შპიგელის“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
Der Spiegel-ის სტატია გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის “Bundesnachrichtendienst” მასალებს ეყრდნობა. “BND-ის შეფასებით, ჩინეთის ინფორმაციული პოლიტიკიისა და ჯანმოს მოქმედების შედეგად მსოფლიომ პანდემიასთან ბრძოლაში 4-6 კვირა დაკარგა”, – ნათქვამია სტატიაში.