რესპუბლიკელი სენატორები, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ შეაფასოს, რამდენად შესაძლებელია, ჩინეთმა პოპულარული აპლიკაცია აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთის გამოიყენოს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტისა და დაზვერვის ხელმძღვანელის მისამართით გაგზავნილ წერილს სენატორები მარკო რუბიო, ტომ კოტონი და სხვა რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებელი აწერს ხელს.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ, შესაძლოა გამოიყენოს საკუთარი კონტროლი „TikTok”-ზე, რათა ხელი შეუშალოს და მანიპულირება მოახდინოს პოლიტიკურ დისკუსიებზე და თავისთვის სასურველი პოლიტიკური შედეგების მისაღწევად, უთანხმოება გააღვივოს ამერიკელებს შორის“ – ნათქვამია ოფიციალურ წერილში.
კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკანასკნელ არჩევნებზე, სხვა მსგავსი პლატფორმების გამოცდილების გათვალისიწნებით, “TikTok” საკუთარ უსაფრთხეობაში ინვესტიციებს დებს.
„TikTok”-ს უკვე აქვს განსაზღვრული მკაცრი პოლიტიკა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ და ჩვენ არ ვიღებთ პოლიტიკურ რეკლამას“ – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი და განმარტავს, რომ შინარსისა და მოდერაციის პოლიტიკას, კალიფორნიაში ბაზირებული გუნდი აწარმოებს და „არანაირი გავლენა არ აქვს, რომელიმე უცხქო ქვეყნის მთავრობას.“
ჩინეთის საგარეო უწყებაში კი აცხადებენ, რომ ჩინეთი არ არის დაინტერესებული, ამერიკული არჩევნებით და ამერიკამ უნდა შეწყვტოს ჩინური კომპანიების „ჩახშობა“.
წყარო: ამერიკის ხმა