ჩინეთში მიწისძვრას 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მომხდარ მიწისძვრას 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია სულ მცირე 50 ადამიანი ხოლო 20- მდე ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემები გზები და ინფრასტრუქტურა.

მიწისძვრის სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდას შეადგენდა

სამაშველო სამუშოები ამ დრომდე მიმდინარეობს, მაშველები ადამიანებს ნანგრევებში ეძებენ.