ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 ათასი დოზა საქართველოში ხვალ ჩამოვა.
მისი თქმით, ქვეყანამ კი სინოფარმი შეიძინა იმ დაშვებით, რომ ის აპრილის ბოლომდე WHO-ს ნებართვას მიიღებს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია და შემდეგ რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის აღიარება. დღემდე მოდერნასაც, ბევრი ქვეყანა იყენებს, თუმცა, არ აქვს WHO-ს ავტორიზაცია. დღეს გლობალურად ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან რთული. ამიტომ, ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა, რომელიც დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში, მნიშვნელოვანია. ჩვენ სინოფარმი შევიძინეთ იმ დაშვებით, რომ ის აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას მიიღებს”. – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, 5 აპრილიდან ვაქცინაცია 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს შეეძლებათ.