აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასცა განკარგულება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამერიკული შენატანების შეწყვეტის შესახებ. მიზეზი ტრამპის თქმით ის არის, რომ ჯანმომ კორონავირუსის პანდემიას თავი ვერ გაართვა.
“რელობა ის არის, რომ ჯანმო არასაკმარისად იღებდა, არ ამოწმებდა და არ ავრცელებდა ინფორმაციას დროულად და გამჭვირვალედ. მსოფლიოს იმედი აქვს, რომ ჯანმო იმუშავებს ქვეყნებთან იმისათვის, რომ ჯანმრთელობისთვის არსებულ საერთაშორისო საფრთხეებზე ინფორმაცია დროულად გავრცელდეს და თუ ეს არ ხდება, დამოუკიდებლად მიაწოდოს სიმართლე მსოფლიოს მომხდარის შესახებ. ჯანმო–მ არ შეასრულა მისი ეს მთავარი ვალდებულება და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ამდენი ათწლეულის შემდეგ დრო მოვიდა.“– განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ყოველღდიურ პრესკონფერენციაზე.
ტრამპის თქმით, გაეროს სააგენტო ჩინურ დეზინფორომაციას ავრცელებდა, რამაც ეპიდემიის უფრო მაშტაბურ შედეგებამდე მიგვიყვანა.
ტრამპმა ბრძანება გასცა დაფინანსება შეჩერდეს, სანამ არ გაირკვევა ორგანიზაციის როლი იმ მოვლენებში, რამაც პლანეტაზე ვირუსის ფართომაშტაბიანი გავრცელებია გამოიწვია ჩინეთის საზღვრებს გარეთ, სადაც ვირუსი თავდაპირველად ჩაისახა.
აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმსხვილესი დაფინანსების წყაროა. მხოლოდ გასულ წელს მათმა შენატანმა 400 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ორგანიზაციის ბიუჯეტის 15 პროცენტია.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონო გუტერეშმა განაცხადა, რომ ახლა დრო არ არის ჯანმო–ს ან რომელიმე სხვა ორგანიზაციის სამოქმედო რესურესების შემცირებისთვის, რომლებიც ვირუსს ებრძვიან.
“ახლა ერთობის და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი მოქმედების დროა ამ ვირუსთან და ეპიდემიის კატასტროფულ შედეგებთან საბრძოლველად “– ავრცელებს გაეროს გენმდივნის ციტატას როიტერი.