უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს, ალექსეი არესტოვიჩს ფეიგინის გადაცემაში წამყვანმა დაუსვა კითხვა სააკაშვილთან დაკავშირებით.
“ის ძალიან ცუდად არის, უკვე მენტალური პრობლემები აქვს, უკრაინის მოქალაქეა, წელიწადზე მეტია ციხეში ზის. უცნაურია, რომ თბილისს ამდენ ხანს არ უნდა ამ ვოდევილის შეწყვეტა და არ უნდა გაუშვას პრეზიდენტი“–თქვა ფეიგინმა. არესტოვიჩი ამბობს, რომ სააკაშვილის სიკვდილს საქართველოს ხელისუფლება ვერასოდეს ჩამოირეცხავს:
“ის ავადმოყფი ადამიანია, რომელიც ნელ ნელა კვდება. მათ ვერ წარმოუდგენიათ , არ აძლევენ თავს უფლებას შორს გაიხედონ. თუ ის ციხეში მოკვდება, ყველა იტყვის რომ მათ მოკლეს. ამას ვერასოდეს ჩამოირეცხავენ. ეს პოლიტიკური ბრძოლის ძლიერი ფაქტორი გახდება, შეიძლება პროვოკაციების, მასობრივი არეულობის და რევოლუციის და ა.შ. საფუძველიც გახდეს. ასეც რომ არ იყოს, არჩევნებზე მოახდენს გავლენას, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში კი ვერასოდეს ჩამოირეცხავენ ამას.
ჩნდება კითხვა – ვისი ეშინიათ მათ ასე ძალიან? პასუხი მარტივია–მოსკოვის, რომლისაც მალე აღარ შეეშინდება, ან უკვე აღარ ეშინია სომხეთს. საქართველოს ტერიტორიის მესამედი თუ მეოთხედი რუსეთს აქვს ოკუპირებული, აურაცხელი უბედურება მოუტანა რუსეთმა საქართველოს და ამ დროს ასე გაეფინო ქვეშ რუსეთს…
აღსანიშნავია, ჩვენმა ამხანაგებმა რომ გაითვალისწინონ –საქართველოში ახალგაზრდობამ რუსული ენა არ იცის საერთოდ, ქვეყანა კი აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს.