ჩოხატაურში 3 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა

ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში, სამი თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

მათივე თქმით, ჩვილის ოჯახი დაინფიცირებული ქალის კონტაქტს წარმოადგენდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„ბავშვის ოჯახი ისედაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ცოტა ხანში გადავიყვანთ ჩვილს კლინიკაში”, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩოხატაურის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი.