BBC-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 2017 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
რაკეტამ 30 წუთის განმავლობაში იფრინა, 2 000 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და იაპონიის ზღვაში ჩავარდა.
ჩრდილოეთ კორეამ მხოლოდ იანვარში 7 რაკეტა გამოსცადა. შემთხვევები დაგმეს სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და აშშ-მ.
გაერო ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური და ბირთვული იარაღის გამოცდას უკრძალავს და ქვეყნისთვის მკაცრი სანქციებიც აქვს დაწესებული, მიუხედავად ამისა, ქვეყანა რაკეტებს მაინც უშვებს. კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს თავისი ქვეყნის თავდაცვას.