“ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს გადაასწარით”- “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას “ოცნებას” ჩაწერილი ტაშის ხმა ჩაურთო.
“პიედესტალზე იდექით ეს მილიონერები, გალამაზებულები, კარგი, უკაცრავად მაგრამ გაქსუებულები, კარგი ნაჭამ-ნასვამი და ქვემოთ იყო ხალხი, რომელსაც 300, 400, 500 ლარზე ამუშავებთ, თავადვე თქვით, რომ ჩვენ დავიქირავეთ ავტობუსები, მაგრამ ეს ავტობუსები რატომ დაუქირავეთ იცით?! თავადვე იცით, რომ გზის ფულიც კი არ აქვს ამ ხალხს მართლა რომ უნდოდეს თქვენი მხარდაჭერა, გზის ფულიც არ აქვს, რომ ჩამოვიდეს ბათუმიდან, ზუგდიდიდან თუ სხვადასხვა ადგილებიდან. ეს დამშეული ხალხი დააყენეთ და არ შემიძლია, რომ ეს წარმოუდგენელია, ჩრდილოეთ კორეას გადაასწარით, გადაასწარით რუსეთს, ყველას გადაასწარით და ბიძინა რომ ამბობდა, არა ევროინტეგრაციას, კი რუსულ კანონს და ამ დროს [ ჩართო ჩაწერილი ტაში] ან არ გრცხვენოდათ ამ ჩაწერილი ტაშის”, – თქვა ხაბეიშვილმა.