ჩრდ. კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6 700 კონტეინერი გაუგზავნა – სამხრეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე, დაახლოებით, 6 700 კონტეინერი გაუგზავნა,  უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდასაჭრად. ინფორმაციას ამის შესახებ, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი, შინ ვონ-სიკი ავრცელებს.

შინ ვონ-სიკის თქმით კონტეინერებს 3 მილიონზე მეტი 152 მმ კალიბრის ან 500 ათასი 122 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვის გადატანა შეუძლია.

“შეიძლება ითქვას, რომ, სულ მცირე, რამდენიმე მილიონი ჭურვი გაიგზავნა,” – აღნიშნა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, საარტილერიო ჭურვების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან საკვებით სავსე 9 000 კონტეინერი მიიღო.