ჩუგუევში დაბომბვას ბავშვი ემსხვერპლა – უკრაინის საგანგებო მდგომრეობის მართვის სამსახური

უკრაინის საგანგებო მდგოამრეობის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჩუგუევში დაბომბვას ბავშვი ემსხვერპლა. უწყების ცნობით, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ შენობაში ცეცხლი გაჩნდა.

” დაიღუპა არასრულწოვანი ბიჭი. არიან დაჭრილები. მაშველებმა აალებული შენობიდან 15 ადამიანი გამოიყვანეს.” – ნათქვამია უკრაინის საგანგებო მდგოამრეობის მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.