ნაციონალური მოძრაობის ბლოკმა მაჟორიტარობის 5 ახალი კანდიდატი წარადგინა.
- მანუჩარ კვირკველია – ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური;
- დილარ ხაბულიანი – რაჭა-ლეჩხუმ სვანეთი;
- ნატო ჩხეიძე – ხაშური, ქარელი და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილი;
- კახა ოქრიაშვილი – ბოლნისი, დმანისი, თეთრი წყარო, წალკა;
- ცეზარ ჩოჩელი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარალამენტო ბლოკი დღეს შექმნა. ბლოკში 5 ოპოზიციური პარტია ერთიანდება – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ევროპული დემოკრატები, პროგრესი და თავისუფლება და სახელმწიფო ხალხისთვის.
ბლოკი 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე “ძალა ერთობაშიას” სახელით იბრძოლებს.