ჩხიკვაძის განცხადება აშშ-ს წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას ნიშნავს – ჯანეზაშვილი

ჩხიკვაძის განცხადება აშშ-ს წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას ნიშნავს – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის და არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას.

“ლაშა ჩხიკვაძის განცხადების შესახებ: ჯერ ერთი არ მჯერა რომ მან დაწერა, მაგრამ მისი სახელით გავრცელებული ტექსტი უკვე ნიშნავს აშშ-ს წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას, რაც ძალიან შემაშფოთებელი ამბავია”. – წერს ნაზი ჯანეზაშვილი.