ამ წუთებში ხმაურია ჩხოროწყუს მერიასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და მოსახლეობის ნაწილი შენობაში შესვლას ცდილობს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.
აქტივისტები აცხადებენ, რომ მერი და ასევე, მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი, სკოლის დირექტორთან ერთად, ვინც სკოლის მოსწავლეებს მერიის ტუალეტი ახეხინეს, უნდა გადადგნენ, რის შემდეგაც უნდა დადგეს პასუხსისმგებელი პირების უმკაცრესად დასჯის საკითხი.
ვითარება უკიდურესად დაძაბულია, მოქალაქეები და აქტივისტები მერიისგან პასუხს უშედეგოდ ელოდებიან, შენობა კი პოლიციის ალყაშია.
შეგახსენებთ, ჩხოროწყუში ერთერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს.