“ჩხუბი ახალგაზრდებს შორის ყოველთვის იქნება, 10 წლის წინ უარესი სიტუაცია იყო” – ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს.
” ქუჩაში ჩხუბი ახალგაზრდებს შორის, შეხლა-შემოხლა ყოველთვის იქნება, პრობლემა იქნება, დანაშაულიც მოხდება, სამწუხაროდ. კაცობრიობის პრობლემაა დანაშაული და ჩვენ ახლა ვსვამთ კითხვებს ზოგადსაკაცობრიო პრობლემასთან დაკავშირებით, რატომ ვერ ხდება რაღაცების მოგვარება? ხდება. ჩვენ გვახსოვს, რომ 10 წლის წინ გაცილებით უარესი სიტუაცია იყო, ვიდრე დღეს არის. 20 წლის წინ უფრო უარესი სიტუაცია იყო, ვიდრე 10 წლის წინ. ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელშიც არ არის პრობლემა, ვთქვათ, არასრულწლოვნები არ ეჩხუბებიან ერთმანეთს” – განაცხადა მდინარაძემ.