ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა.
ინფორმაციას ცაგერის საკრებულო ავრცელებს.
“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საკრებულო ბატონ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს”. – წერია ცაგერის საკრებულოს განცხადებაში.