ცაგერში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის, 3 სოფელ საპათაგორში და 2 – ლაჯანაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულები თბილისში ქორწილში იმყოფებოდნენ და იქ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. სოფლებში ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ – მიმდინარეობს საეჭვო კონტაქტების ტესტირება.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 45 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, 6 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.