ცდილობენ, ავღანეთი უკრაინით ჩაანაცვლონ – ლავროვი დასავლეთზე

რუსეთის საგარეო მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს, უკრაინა  მეორე ავღანეთად აქციოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, РИА Новости ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პაკისტანელ კოლეგასთან, შაჰ მაჰმუდ ყურეშისთან შეხვედრისას უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

“ისინი, ვინც ცდილობდნენ ავღანეთი მსოფლიო პოლიტიკის ცენტრად ექციათ, ახლა ცდილობენ ავღანეთი უკრაინით ჩაანაცვლონ. და ჩვენ ყველას გვესმის, რაზეა საუბარი”, – განაცხადა ლავროვმა.