“ჩემო ძვირფასებო, მეგობრებო, თანამებრძოლებო და უბრალოდ გულშემატკივრებო, მინდა დაგამშვიდოთ და მოგიწოდოთ იყოთ მხნედ, საბრძოლო განწყობაზე! უკანასკნელი დღეებია განსაკუთრებული ნადირობაა გამოცხადებული პირადად ჩემზე და ჩემს მეგობრებზე.
ცდილობენ “დამფლითონ”, შემჭამონ, ტალახი ისროლონ და ჩემს რეპუტაციას ზიანი მიაყენონ … გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობაც და მასშტაბიც რა საქმესაც ვეჭიდები. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საკმარისზე დიდი გამოცდილება დავაგროვე რუს ოლიგარქებთან, მკვლელებთან, ყაჩაღებთან ბრძოლაში და შესაბამისად ვერანაირი დაბრკოლება ვერ იმოქმედებს ჩემზე, ჩემს მეგობრებზე. ცდილობენ ჩემი სახელის “დემონიზებას”, დისკრედიტაციას და ათას სიბინძურეს იგონებენ, მიგონებენ. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ღია თავდასხმა სამთავრობო მედიების, სახელისუფლებო “ექსპერტების” , სუსის მედიაჯგუფების და რუსული ოცნების წარმომადგენლების. თვალს ადევნებთ პროპაგანდის ნიაღვარს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.
ერთადერთი რის გამოც გადავდგი ეს ნაბიჯი და შევდივარ გენერალურ ბრძოლაში ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, არის ქართველი ხალხის, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების გონიერება, ნდობა, მხარდაჭერა და უანგარო სიყვარული
ვიმარჯვებთ და ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყებად. სიტყვას გაძლევთ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ”
აცხადებს ფეისბუქზე ენმ-ს დეპუტატი და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი.