ცდილობენ დაძაბულობის შემოტანას ყურადღების მისაქცევად – ტიკარაძე მოშიმშილეებზე

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მოშიმშილეები დაძაბულობის შექმნას ცდილობენ ყურადღების მისაქცევად.

“როგორც მაშინ, ასევე, ახლაც, მე მესმის, რომ გარკვეული პროტესტის სახე არის დემოკრატიის ერთ-ერთ ნიშანი საზოგადოებასა და სახელმწიფოში. მესმის, რომ ადამიანები ცდილობენ გარკვეული დაძაბულობის შემოტანას, იმისათვის, რომ ყურადღება მიიქციონ ამ პროცესში.

თუმცა ვთვლი, რომ ყოველთვის არსებობს დიალოგის რესურსი და მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში მყოფი პირები მიმართავდნენ დიალოგს და არა სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებს, რომელიც ისედაც ართულებს ქვეყანაში არსებულ რთულ სიტუაციას, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე არსებობს”, — განაცხადა ტიკარაძემ.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა მისმა მხარდამჭერებმა 2 დღის წინ დაიწყეს.