ცდილობენ მაღალ თანადებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში გასამართლებულია ძალიან მძიმე ბრალდებებით – კალაძე სააკაშვილზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნა უხერხულობას ქმნის.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინა ცდილობს მაღალ თანამდებობაზე ჩვენს ქვეყანაში მძიმე ბრალდებებით გასამართლებული ადამიანი დანიშნოს მაშინ, როდესაც საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან.

„ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა არ არის ლამაზი. მინიმუმ უხერხულობას ქმნის, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საქართველო-უკრაინა და ისინი ცდილობენ მაღალ თანადებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოში არის გასამართლებული, ძალიან მძიმე ბრალდებებით“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.