“ცდილობთ, 9 ბრალდებულიდან რომელიმე გადაიბიროთ და რამე ათქმევინოთ, ვერ ათქმევინებთ” – ამ სიტყვებით მიმართა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულმა “გრინსერვის +”-ის დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ საქმის პროკურორს.
„პატივცემულო მოსამართლევ, ერთადერთი რამე მინდა ვთქვა, რომ მე ბატონ პროკურორს პირველივე დღეს გამოვუცხადე, რომ ჩემი დაკავება მათ მოუწევდათ, არა იმიტომ, რომ მე რამე ბრალი მიმიძღოდა კანონის წინაშე, არამედ იმიტომ, რომ, ამას სამწუხაროდ, რეალობა ასე მოითხოვდა. 5 დღის განმავლობაში ისე მივდიოდი და მოვდიოდი, რომ ერთი პატარა შეფერხება არ გქონიათ ჩემგან. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია მე ვიმყოფები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადა მახინჯი ტვინის მეტს არავის არ მოუვა ჩემს შვილებთან და მეუღლესთან ურთიერთობის უფლება ტელეფონით და ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ ცდილობთ დაიჭიროთ კატა ბნელ ოთახში, როდესაც ის იქ არ არის. ამის მცდელობა თქვენგან გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ ცდილობთ, ამ 9 ბრალდებულიდან რომელიმე მაინც გადაიბიროთ და რამე ათქმევინოთ. ამას პირდაპირ გეტყვით. ვერ ათქმევინებთ, ბატონო პროკურორო, იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში. იმ საფრთხეზე, რაზეც თქვენ იძახით, რომ მივილამები, მე მანამდეც შემეძლო მიმალვა. მაგრამ, ემ წინა სხდომაზეც ვთქვი, ის მსჯავრი, რაც მე ღმერთისგან მაწევს, ეს არც თქვენი მოსატანია, არც რომელიმე პატივცემული მოსამართლის და არც არავისი. ეს მე უნდა ვატარო სიცოცხლის ბოლომდე და თქვენ მე მეტად ვერ დამსჯით, ბატონო პროკურორო, რამდენსაც არ უნდა ეცადოთ“. – ამბობს ფურცხანიძე.
ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.