“თავისი ე.წ. ტელევიზიის მეშვეობით და სამწუხაროდ, ამაში ჩართულია სახელმწიფო ინსტიტუციები, ის [რამიშვილი] ცდილობს შური იძიოს თათიაზე, რომელმაც გაბედა და ხმა აიმაღლა, სასამართლო დავა მოუგო მას. ეს არის ცალკე დარღვევა, კიდევ დამატებით დარღვევა კანონმდებლობის, როდესაც მოძალადე, შემვიწროებელი იწყებს მსხვერპლის დევნას, რომ დასაჯოს ის. ამიტომაც, ამ ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევა საზოგადოება, როგორ მოიქცევა სახელმწიფო”,
პარტია ლელო საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი თათია სამხარაძის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასა და POSTV-ის მიერ მოწყობილ პროვოკაციას ეხმაურება.