“ცენტრალური ქუჩები ყველგან გაწმენდილია, არის შიდა გზები და ჩიხები, სადაც მოგვიანებით დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს” – განაცხადა კახა კალაძემ.
„ცენტრალური ქუჩები ყველგან გაწმენდილია. როგორც კერძო ავტომობილები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გადაადგილდება შეუფერხებლად. ინტენსიური თოვის გამო, გვაქვს გარკვეული პრობლემები. შემოერთებულ ტერიტორიებზე არის ადგილები, სადაც ბოლომდე ვერ მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე, არის შიდა გზები და ჩიხები, სადაც მოგვიანებით დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს. რასაკვირველია, პრიორიტეტია ცენტრალური გამზირები და ქუჩები, თუმცა პარალელურად მიდის შიდა გზების წმენდაც. სამუშაოები ისევ უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. მადლობა “თბილსერვისის” თანამშრომლებს, გამგეობებს, კონტრაქტორ კომპანიებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, 112-ს და ყველას, ვინც ჩართულია ამ პროცესში“, – განაცხადა მერმა.
მანვე მოუწოდა ავტომობილების მძღოლებს, თავი შეიკავონ ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან, რათა დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას.














