ცერცვაძე: როცა მოსახლეობის 30% აიცრება, კომენდანტის საათი ალბათ შემსუბუქდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიც ცერვაძის განცხადებით, კომენდანტის საათი მაშინ შემსუბუქდება, როცა საქართველოს მოსახლეობის 30% აიცრება.

“ახლა 2% გვყავს აცრილი მოსახლეობის და 2% ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს. როცა 30%-ზე მაინც ავალთ, მერე ვილაპარაკოთ. ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება, ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი დარჩება და ისიც ალბათ შემსუბუქდება, დაპატარავდება კომენდანტის საათის ინტერვალი. თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და მინისტრმა ბრძანა, რომ თუ პირბადეების ხმარება იქნება 90-95%, თუ ეს ყველაფერი შესრულდება და მთავრობამ მაინც არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ წაუყენოთ პრეტენზიები მთავრობას, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს და მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვებზე”, – ამბობს ცერცვაძე.

მისივე განმარტებით, შეზღუდვების მოხსნა ვაქცინაციასთან პირდაპირაა დაკავშირებული.

“ახლა ძალიან რომ გვშურს ისრაელის და რომ წერენ, აი, ასეთი უნდა ქვეყანა და ასეთი მთავრობაო. იმას კი არ წერენ, რომ მთავრობა კი არ უნდა ასეთი, ხალხი უნდა ასეთი, შეგნება უნდა ასეთი, ისრაელს სამი თვის წინ ჩვენზე გაცილებით უარესი მდგომარეობა ჰქონდა”, – აღნიშნავს ცერცვაძე.