ცესკო-სთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს. ამის საშუალება კი მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა.
“ცხოველებივით ექცევიან ადამიანებს, 16-17 წლის ბავშვები ფეხებით გამოათრიეს, გვაკავებენ იმიტომ, რომ ვითხოვდით თამარ ჟვანიასთან შეხვედრას” – ამბობს პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი ბექა ნათელაშვილი.
„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ.
“კარვის გაშლა გვინდა, სამი საათია ვითხოვთ, რომ ჩამობრძანდეს ეს ქალბატონი და პასუხები გაგვცეს კითხვებზე, რას უპირებს იმ 100 000 ადამიანს, რომელსაც ხმის უფლებას ართმევს. პოლიციელებმა ყველაფერი, უკადრებელი იკადრეს”, – განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.