ცესკოს დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ჟვანიას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა

ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა,  ივანე ბურდულმა, ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.

“მშვიდობით ცესკო”. – წერს ბურდული Facebook-ზე და განცხადების ფოტოს აქვეყნებს.

თანამდებობის დატოვება სავარაუდოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ცნობისთვის, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.