“ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩაატარა”- ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე აშშ-ს საელჩოს განცხადებას, პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით.
“ცესკოს ჰყავს ძალიან კარგი თავმჯდომარე, რომელმაც არჩევნები თავის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარა უმაღლეს დონეზე, შენიშვნებიც კი არ ყოფილა ამ მიმართულებით. მინდა მას და მის გუნდს მადლობა გადავუხადო არჩევნების კარგად ჩატარებისთვის”, – ამბობს კახა კალაძე.