„27 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაცია 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ გაიარა. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ მათგან 19 ორგანიზაცია, ანუ საერთო ჯამის 39%, არის პირდაპირ დაკავშირებული ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიცაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, ხოლო 7 მათგანი, ეს არის 14% არის, ვითომ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლებიც რეალურად, ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან, რაც გამოიხატება მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციასა და თავიანთ ანგარიშებში მმართველი გუნდის წინააღმდეგ წინასაარჩევნო დარღვევების ასახვის იგნორირებაში. საერთო ჯამში, 25 სექტემბრის მდგომარეობით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, ანუ საერთო ჯამის 53%.
პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირებით დასადგენად კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებული იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან. გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობით და ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობებით.
რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მათი იდენტიფიცირება განხორციელდა მათ მიერ საჯარო სივრცეში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდითა და ან მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებული ათეულობით წინასაარჩევნო დარღვევის ასახვისგან თავის შეკავებით,“
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.