დიდუბე–ჩუღურეთში გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების დაგვიანება ნიშნავს, რომ არჩევნები ყალბდება.
“შედეგები აცდენილია და ზოგადად, ცესკო რომ ამდენი საათი არ დებდა მონაცემებს ნიშნავს, რომ აყალბებენ და ცდილობდნენ დაედოთ მიახლოებული შედეგები იმასთან, რაც აჩვენა მათმა ეგზიტპოლმა”,– თქვა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. ისინი ხვალ, 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავენ.